არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტმა, მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰაიანმა, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, მიხეილ ყაველაშვილს სამძიმრის წერილი გაუგზავნა. ინფორმაციას მიხეილ ყაველაშვილის პრესსამსახური ავრცელებს. როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, საამიროების პრეზიდენტი წერილში ქართველ ხალხს უდიდესი დანაკარგის გამო გულწრფელ სამძიმარსა და თანაგრძნობას უცხადებს. „ღრმა მწუხარებითა და ტკივილით შევიტყვეთ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქის, მისი უწმინდესობის, ილია II-ის გარდაცვალების […]