შორს არ არის ის დღე, როდესაც დავაყენებთ უწმინდესობის კანონიზაციის [წმინდანად შერაცხვა] საკითხს – უკვე არის განკურნების, სასწაულების მოხდენის შემთხვევები. მიდით, სთხოვეთ და შეგისრულებთ, ნახავთ, თუ ასე არ იქნება! – ამის შესახებ ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა მეუფე ნიკოლოზმა (ფაჩუაშვილი) ჟურნალისტებთან, სამების საკათედრო ტაძართან განაცხადა. მისივე თქმით, წმინდანობის ერთ-ერთი ნიშანი ასევე არის საყოველთაო თაყვანისცემა, რასაც უკვე ვხედავთ. „გვითხრეს, […]