ვოლოდიმირ ზელენსკი ფრონტის ხაზის შესახებ – თითქმის იქ ვართ, სადაც გასულ წელს ვიყავით

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინელი ჯარისკაცები თითქმის იმავე პოზიციებზე არიან, რომელზეც გასულ წელს იყვნენ. ზელენსკის მტკიცებით, რუსებმა ვერცერთ თავდაპირველ მიზანს ვერ მიაღწიეს: მათ სრულად ვერ დაიკავეს დონბასი და ვერც უკრაინის დედაქალაქი აიღეს. ამასთან, ზელენსკის თქმით, რუსები ყოველთვიურად 30 000-35 000 ჯარისკაცს კარგავენ. უკრაინის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ ყველაზე დიდ ღირებულებას ადამიანები წარმოადგენენ, შემდეგ კი ტერიტორიის საკითხი. […]