საქართველო ევროკავშირში თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობით ქვეყნების წამყვან ოცეულშია – 2025 წელს ევროპაში თავშესაფარი საქართველოს 15 ათასზე მეტმა მოქალაქემ მოითხოვა

საქართველო ევროკავშირში თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობით ქვეყნების წამყვან ოცეულშია. BPN.GE-ს ცნობით, ამის შესახებ ევროკავშირის თავშესაფრის სააგენტოს (EUAA) 2025 წლის ანგარიშშია აღნიშნული, რომელიც ვებგვერდზე გავრცელდა. სააგენტოს ცნობით, 2025 წელს ევროპაში თავშესაფარი საქართველოს 15 ათასზე მეტმა მოქალაქემ მოითხოვა. ანგარიშის თანახმად, საქართველო სიაში მე-17 ადგილზეა და ამ განაცხადების რაოდენობით ჰაიტის (მე-18 ადგილი), გვინეასა (მე-19) და ერაყს (მე-20) უსწრებს, ხოლო ერთი პოზიციით […]