მიხეილ ყაველაშვილს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ მიუსამძიმრა. ინფორმაციას მიხეილ ყაველაშვილის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, ბელარუსის პრეზიდენტი წერილში უწმინდესისა და უნეტარესი ილია II-ის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და აღნიშნავს, რომ მან ცხოვრება მაღალ იდეალებს მიუძღვნა, ემსახურებოდა არა მხოლოდ თავის ხალხს, არამედ მთელ კაცობრიობას. „ღრმა მწუხარებით შევიტყვეთ გამოჩენილი ქართველი რელიგიური და საზოგადო მოღვაწის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია […]