საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის დანიშვნა და გათავისუფლება პირდაპირ პრემიერ-მინისტრის ხელში გადადის. საკანონმდებლო ინიციატივის ავტორი „ქართული ოცნების“ დეპუტატები ირწმუნებიან, რომ მიზანი საქსტატის დამოუკიდებლობის ხარისხის შენარჩუნებაა, თუმცა პირიქით ფიქრობს საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი რომან გოცირიძე. „ამ გადაწყვეტილებით კიდევ უფრო მცირდება სტატისტიკის ეროვნული სამსახურის დამოუკიდებლობის ხარისხი და იზრდება პოლიტიკური მიზნებისათვის მისი გამოყენების შესაძლებლობა“, – აცხადებს ის. როგორც ყოფილმა პარლამენტარმა „წერტილთან“ ვრცელ ინტერვიუში განაცხადა, […]