„ბიბისის“ ინფორმაციით, აშშ ახლო აღმოსავლეთში დამატებით ათასობით სამხედრო პერსონალის გაგზავნას გეგმავს. გამოცემის ინფორმაციით, საუბარია კალიფორნიაში ბაზირებულ, დაახლოებით 2 500-მდე საზღვაო ქვეითზე, ავიამზიდ „ბოქსერისა“ და საზღვაო ქვეითთა 11-ე კორპუსის შემადგენლობაზე. ამასთან, როგორც სააგენტო „როიტერს“ ანონიმურმა წყარომ განუცხადა, ეს განთავსება დაგეგმილზე სამი კვირით ადრე ხორციელდება. Source