რუსეთმა აშშ-ს ირანისთვის სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდების შეწყვეტა შესთავაზა, თუ აშშ უკრაინასთან მიმართებით ანალოგიურად მოიქცეოდა, რაზეც აშშ-მა უარი თქვა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Politico წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. წყაროების ინფორმაციით, მოსკოვმა შეერთებულ შტატებს შეთანხმება შესთავაზა, რომლითაც კრემლი შეწყვეტდა ირანისთვის სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდებას, მაგალითად ახლო აღმოსავლეთში ამერიკული სამხედრო ობიექტების ზუსტ კოორდინატებზე, თუ ვაშინგტონი, თავის მხრივ, უკრაინისთვის რუსეთის შესახებ სადაზვერვო ინფორმაციის […]