“ირანი მზად არის იაპონურ გემებს ჰორმუზის სრუტეში გზა გაუხსნას” –აბას არაღჩი

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ, იაპონურ საინფორმაციო სააგენტო Kyodo News-ს განუცხადა, რომ ირანი მზად არის ჰორმუზის სრუტეში იაპონიასთან დაკავშირებული გემების გატარება დაუშვას. გამოცემის ინფორმაციით, არაღჩიმ აღნიშნა, რომ იაპონურ მხარესთან მოლაპარაკებები ბლოკადის დროებით მოხსნასთან დაკავშირებით უკვე დაწყებულია. არაღჩის განცხადების საპასუხოდ, იაპონიის მთავრობის წარმომადგენელმა Kyodo-ს განუცხადა, რომ „ირანულ მხარესთან პირდაპირი მოლაპარაკებები ბლოკადის მოსახსნელად ყველაზე ეფექტური გზაა“. […] Source