ჭიათურელი მაღაროელები თბილისში, პროკურატურასთან საპროტესტო აქციას 26 მარტს, 13:00 საათზე გამართავენ. „ვაპროტესტებთ პროკურატურის უსამართლო გადაწყვეტილებას, რომლის შედეგადაც ჩვენს თანამებრძოლებს ჯერ ბრალი წარედგინათ და შემდეგ პატიმრობა მიესაჯათ დანაშაულისთვის, რომელიც არ ჩაუდენიათ. ასევე გვსურს, პროკურატურას მოვთხოვოთ დაინტერესდეს და გამოიძიოს ქალაქ ჭიათურაში სახელმწიფო აუდიტის მიერ გამოვლენილი მნიშვნელოვანი დარღვევები, კორუფციული სქემები, სახელმწიფო ბიუჯეტის არამიზნობრივი გამოყენება და ბევრი სხვა ფაქტი. […] Source