სამების საკათედრო ტაძარში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე ოჯახთან ერთად მივიდა. „პატრიარქმა ერის გაერთიანება შეძლო, თუნდაც დღევანდელი დღით. ვისურვებდი, რომ ეს ერთიანობა იყოს ის ფუნდამენტი, რომელზეც ჩვენ ძლიერი და ერთიანი საქართველო უნდა ავაშენოთ. მან ბევრი რამ გააკეთა ცხოვრების განმავლობაში, ეპოქალური ადამიანი იყო და დიდია მისი წვლილი საქართველოს ავტოკეფალიის საერთაშორისოდ აღიარებაში, რომელიც ქვეყნის დამოუკიდებლობის ფუნდამენტი და საფუძველია. […] Source