იტალიური მედიის LaPresse-ს ინფრმაციით, რომში ქართველმა კაცმა ცოლთან კამათის დროს რესტორნის ვიტრინა დააზიანა და გამვლელს, რომელიც მას აწყნარებდა, თითზე უკბინა. 26 წლის ქართველი კაცი ადგილზევე დააკავეს – მას ბრალად ედება სხეულის განზრახ მძიმე დაზიანება და დამამძიმებელ გარემოებებში ქონების დაზიანება. დაზარალებულს პირველადი დახმარება გაუწიეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს. დაკავებული კი სასამართლო პროცესამდე წინასწარი დაკავების იზოლატორში მოათავსეს. Source