სარფში არსებული საფლავის ზედაპირზე, დამარხული ქალი იპოვეს

გავრცელებული ინფორმაციით, სარფში არსებული საფლავის ზედაპირზე, დამარხული ქალი იპოვეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ,,აჭარა თაიმსი“ ავრცელებს. შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა, ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები უკვე ჩატარდა, რის შემდეგაც ცხედარი ამოასვენეს. მკვლელობა, სავარაუდოდ, გონიოს ტერიტორიაზე მოხდა. მედიის ინფორმაციით, როგორც სავარაუდო ბრალდებული კაცი, ასევე მოკლული ქალი თურქეთის მოქალაქეები არიან. Source