ახალგაზრდებისთვის პროფესიული განვითარების შესაძლებლობების შექმნა საქართველოს ბანკის ერთ-ერთი პრიორიტეტია. სწორედ ამ მიზნით, ბანკი უკვე მეცხრე წელია ლიდერატორის პროგრამას ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც, მე-3, მე-4 კურსის სტუდენტებსა და ახალ კურსდამთავრებულებს შესაძლებლობას აძლევს, უკეთ გაეცნონ მათთვის საინტერესო მიმართულებების მუშაობის სპეციფიკას. პროგრამა 8 თვე გრძელდება და მოიცავს ტრენინგებს, მენტორობას, რეალურ პროექტებზე მუშაობას და როტაციას სხვადასხვა დეპარტამენტში. ლიდერატორებს შესაძლებლობა აქვთ […]