ილია II-ის დაკრძალვის პროცესიის მარშრუტი ცნობილია

სამების საკათედრო ტაძრიდან გამოსვენების შემდეგ პროცესია მესხიშვილის ქუჩის გავლით, ავლაბრის მეტრომდე მივა. ბარათაშვილის დაღმართით გაემართება ბარათაშვილის ხიდის მიმართულებით – შავთელის ქუჩიდან კი ზვიად გამსახურდიას სანაპიროზე, საიდანაც სიონის საპატრიარქო ტაძარში დასრულდება. გზების აღნიშნულ მონაკვეთებზე, საზოგადოებას ექნება შესაძლებლობა, დაემშვიდობოს მის უწმინდესობას, ასევე მთელს მარშრუტზე განთავსებულ დიდ ეკრანებზე თვალი ადევნოს დაკრძალვის ცერემონიის ტრანსლაციას. Source