მედია: ილია II-ის დაკრძალვას ესწრება პუტინის სპეც. წარმომადგენელი კულტურული თანამშრომლობის საკითხებში. შვიდკოი, სავარაუდოდ, არ არის რუსეთის ეკლესიის 80-კაციანი დელეგაციის წევრი

პირდაპირი ტრანსლაციის კადრებში ჩანს, რომ სამების საკათედრო ტაძარში იმყოფება მიხაილ შვიდკოი, რუსეთის კულტურის ყოფილი მინისტრი სამების საკათედრო ტაძარში ილია მეორის დაკრძალვას ესწრება რუსეთის ფედერაციის კულტურის ყოფილი მინისტრი, ამჟამად პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის სპეციალური წარმომადგენელი საერთაშორისო კულტურული თანამშრომლობის საკითხებში, მიხაილ შვიდკოი. სამების ტაძარში დილის წირვის შემდეგ, ილია მეორეს წესს უგებენ. პროცესში მონაწილეობას იღებს მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი. პირდაპირი […]