„გვიყვარხარ პატრიარქო“ – ილია მეორე სამების ტაძრიდან ამ შეძახილების ფონზე გამოასვენეს

„გვიყვარხარ პატრიარქო“ – ილია მეორე სამების საკათედრო ტაძრიდან ამ შეძახილების და ტაშის ფონზე გამოასვენეს. პატრიარქს სამების ტაძრიდან სიონის საპატრიარქო ტაძრისაკენ მსვლელობით გადაასვენებენ, სადაც მას დაკრძალავენ. სამებიდან სიონის ტაძრამდე, მთელ პერიმეტრზე, სადაც პატრიარქის დაკრძალვის სამგლოვიარო მსვლელობა გაივლის, სამხედროებისგან შემდგარი სპეციალური კორიდორია მოწყობილი. სამების საკათედრო ტაძარში წირვა დილის 09:00 საათზე დაიწყო. ღვთისმსახურება სრულიად საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, […] Source