სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია II-ე სამების საკათედრო ტაძრიდან სიონის საპატრიარქო ტაძრამდე მსვლელობით გადაასვენეს. ილია მეორის დაკრძალვამდე გადაიხდიან პანაშვიდს და დაკრძალავენ სიონის ტაძარში, საკურთხევლის მარცხენა მხარეს. სამებიდან სიონის ტაძრამდე, მთელ პერიმეტრზე, სადაც პატრიარქის დაკრძალვის სამგლოვიარო მსვლელობამ გამოიარა, სამხედროებისგან შემდგარი სპეციალური კორიდორია მოწყობილი. სამგლოვიარო მარშრუტის გასწვრივ მოწყობილი იყო ცოცხალი დერეფანი, რა დროსაც მოქალაქეებს შესაძლებლობა ჰქონდათ პატივი […]