გიორგი ტაბატაძე: ვყოფილვარ შეხვედრაზე, სადაც ამერიკის ყოფილი პრეზიდენტი შემოვიდა და არასოდეს, არსად მსგავსი ეფექტი არავის შემოსვლას არ ჰქონია

ადვოკატი გიორგი ტაბატაძე პატრიარქზე იხსენებს: ,,ერთხელ მყავს ილია II ნანახი ახლოდან. საიაში პატიმრების უფლებებზე ვმუშაობდი და ერთ დღესაც მოსაწვევი მოვიდა პატიმრების მიერ დადგმულ სპექტაკლზე ‘12 განრისხებული მამაკაცი’. მე წავედი სპექტაკლზე. მარტო ვიყავი და რომ მივედი აღმოვაჩინე, რომ საერთოდ არავის ვიცნობდი. უმეტესად ხელისუფლებიდან იყო ხალხი. მაგალითად, ჩემს გვერდით გია ვოლსკი იჯდა. ვზივარ ჩემს ადგილას რუსთაველის თეატრში […]