ომბუდსმენმა პაატა მანჯგალაძის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში „სასამართლოს მეგობრის“ მოსაზრება წარადგინა

23 მარტს საქართველოს სახალხო დამცველმა ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში „სასამართლოს მეგობრის“ (Amicus Curiae) მოსაზრება წარადგინა. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, ბრალდებულის ადვოკატის მიერ წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალების შესწავლის შედეგად ადამიანის უფლებების თვალსაზრისით მნიშვნელოვანი საკითხები გამოიკვეთა. „პაატა მანჯგალაძეს ბრალი წარედგინა ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისთვის, თუმცა ბუნდოვანია, რა კონკრეტული ქმედება განახორციელა ბრალდებულმა. ის, ისევე […] Source