ევროკავშირი უნგრეთისთვის კონფიდენციალური ინფორმაციის მიწოდებას ზღუდავს,- ამის შესახებ „პოლიტიკო“ წყაროებზე დაყრდნობით წერს. მას შემდეგ, რაც „ვაშინგტონ პოსტმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო ევროკავშირის სამიტების შესვენებებზე რეგულარულად უკავშირდებოდა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს და აწვდიდა „ცოცხალ ინფორმაციას“ მიმდინარე განხილვებზე, ევროკავშირში მიიღეს გადაწყვეტილება, რომ უნგრეთი აღარ მიიღებს მონაწილეობას სენსიტიური თემების განხილვისას. თუმცა, როგორც „პოლიტიკოს“ წყაროებმა განუცხადეს, 12 […] Source