სასამართლო დავა 20 ივნისის საქმეზე: მოსამართლემ ეუთოს “მოსკოვის მექანიზმის” დასკვნა საქმეს მტკიცებულებად არ დაურთო
Timer

სასამართლო დავა 20 ივნისის საქმეზე: მოსამართლემ ეუთოს “მოსკოვის მექანიზმის” დასკვნა საქმეს მტკიცებულებად არ დაურთო

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ გავრცელებული ინფორმაციით, დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში 20 ივნისის საქმეზე გიორგი გახარიას ადვოკატმა, ბერდია სიჭინავამ ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის“ დასკვნის მტკიცებულებად დართვა მოითხოვა. გავრცელებული ინფორმაციით,  დასკვნაში აღნიშნულია, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრის მიმართ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეები სავარაუდოდ პოლიტიკურადაა მოტივირებული. მათივე ცნობით, მოსამართლემ, პროკურატურის მოთხოვნით, ეუთოს საგამოძიებო მექანიზმის ოფიციალური დოკუმენტი საქმეს არ დაურთო. Source

Go to News Site