აბუ-დაბიში სარაკეტო იერიშის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა
News.Ge

აბუ-დაბიში სარაკეტო იერიშის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა

აბუ-დაბიში სარაკეტო იერიშის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა, – ინფორმაციას ადგილობრივი ხელისუფლება ავრცელებს. აბუ-დაბის მედია ოფისის ინფორმაციით, არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქში თავდაცვის სისტემების მიერ განადგურებული რაკეტის ნამსხვრევები ჩამოვარდა. მათივე ცნობით, სარაკეტო იერიშის შედეგად ინდოეთის მოქალაქეები დაშავდნენ. რაკეტის ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად აბუ-დაბის ეკონომიკურ და ინდუსტრიულ ზონებში ხანძარი გაჩნდა.

Go to News Site