Timer
ცოტნე გამსახურდიას მეუღლის, ანა ჯაბაურის მიმართ ადევნების ფაქტზე 56 წლის კაცი მეორედ დააკავეს. ინფორმაციას Rustavi 2 ავრცელებს. მათი ცნობით, დაკავებული 56 წლის დავით ერაძეა. მას სასამართლომ წინასწარი პატიმრობა უკვე მიუსაჯა. დაკავებულს 5 წლამდე პატიმრობა ემუქრება. ის იმავე დანაშაულისთვის სასჯელს ერთხელ უკვე იხდიდა. მან პენიტენციური დაწესებულება იანვარში დატოვა. Source
Go to News Site