News.Ge
სერბეთში პრეზიდენტ ალექსანდრე ვუჩიჩის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები გრძელდება. გუშინ ბელგრადში მრავალათასიანი მიტინგი გაიმართა, რომელიც ძალოვნებთან შეტაკებით დამთავრდა. შედეგად, დაკავებულია 23 ადამიანი და დაშავებულია ათობით პოლიციელი. პროტესტის მონაწილეები ხელისუფლებას განსაკუთრებით დიდი ოდენობით კორუფციასა და დაუდევრობაში ადანაშაულებენ. ისინი ვუჩიჩის გადადგომას, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას, პროგრესის პარტიის მიერ ხელისუფლებიდან წასვლას და უნივერსიტეტებზე პოლიტიკური ზეწოლის შეწყვეტას ითხოვენ.
Go to News Site