Timer
გვიან ღამით ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირზე, 4 მაღაზია გატეხეს – ინფორმაციას TV პირველი ავრცელებს. დანაშაული, სავარაუდოდ, არასრულწლოვანების ჯგუფმა ჩაიდინა. მათ ქვებით ჩაამსხვრიეს ერთმანეთის გვერდიგვერდ მდებარე პარფიუმერიისა და ტანსაცმლის მაღაზიების ვიტრინები. სავაჭრო ობიექტებში ამბობენ, რომ არც თანხა და არც ნივთები მოპარული არ არის. მათივე ინფორმაციით, პოლიციამ სათვალთვალო კამერების ჩანაწერები ამოიღო. Source
Go to News Site