News.Ge
News.ge გთავაზობთ მაყურებლის მიერ გადაღებულ ვიდეოებს, რომელიც სოციალური ქსელით გავრცელდა. 7 ივნისს ეროვნული სასახლის სარკეებიან დარბაზში ირმა გიგანის კონცერტი გაიმართა. სოლისტმა მსმენელს საკუთარი მუსიკალური გამოცდილება და საფორტეპიანო ხელოვნების მრავალფეროვანი სამყარო გაუზიარა. ცნობისათვის, ეს იყო „პიანინო“-ს პირველი სეზონის დასკვნითი კონცერტი. პროექტი ხორციელდება ინსტიტუციური მხარდაჭერით და წარმოადგენს მიმდინარე სეზონის მნიშვნელოვან კულტურულ ინიციატივას.
Go to News Site