ბათუმელები
ქობულეთში, დენის დარტყმის შედეგად ახალგაზრდა კაცი დაიღუპა. შემთხვევა გუშინ, 6 ივნისს მოხდა. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 240-ე მუხლით, რაც გულისხმობს სამშენებლო სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. დაღუპული კაცი „ენერგო-პროს“ თანამშრომელია იყო. თუმცა, როგორც კომპანიაში გვეუბნებიან, ის კონკრეტულ ვითარებაში არ ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას. „სავარაუდოდ კერძო სამუშაოებს ასრულებდა“- გვეუბნებიან კომპანიაში. The post ქობულეთში დენის დარტყმის შედეგად 35 წლამდე კაცი დაიღუპა appeared first on Batumelebi .
Go to News Site