Collector
ნაცნობ მამაკაცს რამდენჯერმე ესროლა – ბათუმში განზრახ მკვლელობის ბრალდებით კაცი დააკავეს | Collector
News.Ge

ნაცნობ მამაკაცს რამდენჯერმე ესროლა – ბათუმში განზრახ მკვლელობის ბრალდებით კაცი დააკავეს

tbl.ge/7ip4შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აჭარაში განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. “გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 31 მაისს, ბათუმში, ნაცნობ მამაკაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანამდე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა  ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირი  ბრალდებულის სახით მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს”. […]

Go to News Site