Timer
სასახლის ღობის საქმეზე დაკავებული ბრალდებულების ნაწილი, ხვალ, 9 მაისს 14:30 საათზე დატოვებს საპატიმრო დაწესებულებას. ინფორმაციას ტვ პირველი ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, ციხეს ხვალ 8 ბრალდებული დატოვებს. ცნობისთვის, სასახლის ღობის საქმეზე დაკავებულ ალექსანდრე ხაბეიშვილს, ბექა ქელეხსაშვილს, გიორგი მუმლაძეს, მამუკა ლაბუჩიძეს, გურიელ ქარდავას, თემურ ქუციკიძესა და ავთანდილ სუმნაიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ. Source
Go to News Site