Timer
ირანის სამხედრო სარდლობა „ხათამ ალ-ანბია“ საგანგებო განცხადებას ავრცელებს და ისრაელს ქუვეითში მდებარე წყლის გამამტკნარებელ ქარხანაზე თავდასხმაში სდებს ბრალს. განცხადება ირანის სახელმწიფო ტელევიზიით გავრცელდა. ირანის სამხედროების მტკიცებით, ისრაელმა ქუვეითის სტრატეგიულ ობიექტზე იერიში ბოლო რამდენიმე საათში მიიტანა. თეირანი აცხადებს, რომ ისრაელი ამ თავდასხმას ირანის „დასაბრალებლად“ იყენებს. „ეს არის სიონისტური რეჟიმის სიმდაბლისა და გარყვნილების ნიშანი“, — ნათქვამია განცხადებაში. […] Source
Go to News Site