News.Ge
ყვარელში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და ტრაილერი შეეჯახა. სამწუხაროდ, ადგილზე დაიღუპა მსუბუქი ავტომობილის მძღოლი. როგორც შევიტყვეთ, გარდაცვლილი ქალი საპატრულო პოლიციის თანამშრომელი ინგა ყაველაშვილია. ადგილობრივების ინფორმაციით, საპირისპიროდ მოძრავი სატვირთო ავტომობილი მოცურდა და მსუბუქ ავტომობილს შეეჯახა. მანქანაში მყოფი ქალი ადგილზე დაიღუპა. საგამოძიებო მოქმედებები ტრაგედიის ადგილას მიმდინარეობს. ცხედარს ექსპერტიზა ჩაუტარდება. […]
Go to News Site