Collector
სეს: ვეტერინარული მანიპულაციების დასრულების შემდეგ, ზუგდიდში კიდევ 12 ძაღლი დაბრუნდა | Collector
სეს: ვეტერინარული მანიპულაციების დასრულების შემდეგ, ზუგდიდში კიდევ 12 ძაღლი დაბრუნდა
Timer

სეს: ვეტერინარული მანიპულაციების დასრულების შემდეგ, ზუგდიდში კიდევ 12 ძაღლი დაბრუნდა

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ქუთაისის მუნიციპალურ თავშესაფარში დარჩენილი ძაღლები საჭირო ვეტერინარული მანიპულაციების დასრულების შემდეგ ეტაპობრივად დაბრუნდებიან ზუგდიდში. მათივე ცნობით, ზუგდიდში კიდევ 12 ძაღლი დაბრუნდა. ცნობისთვის, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ზუგდიდის ცენტრიდან ქუთაისის მუნიციპალურ თავშესაფარში გადაყვანილი 57 ძაღლიდან 28 ჰიპერპოპულაციის პროგრამის მართვის ცენტრის ეკიპაჟებმა, შესაბამისი პროცედურების შემდეგ, გარემოში დააბრუნეს. Source

Go to News Site