News.Ge
აფხაზეთის ომის მონაწილეს, ზოსიმე ბჟალავას ტროტუარზე დგომის გამო 2-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება თორნიკე კაპანაძემ მიიღო. როგორც მისი ადვოკატი, მალხაზ პატარაია ამბობს, ზოსიმე ბჟალავა აფხაზეთის მონაწილე და აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირია. მისი შეფასებით, სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონოა და შეუსაბამოა ადამიანის უფლებათა კონვენციასა და კონსტიტუციასთან. დღესვე თორნიკე კაპანაძე სიტყვიერი შენიშვნა გამოუცხადა ნანიკო ბედინეიშვილს და ვიკა ძანძავას.
Go to News Site