Timer
„როიტერი“ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სირიაში ჩავიდა. როგორც მედია იუწყება, ეს უკრაინის პრეზიდენტის პირველი ვიზიტია სირიაში. წყაროების ცნობით, ვიზიტის ფარგლებში ზელენსკი სირიის პრეზიდენტს, აჰმედ ალ-შარაას შეხვდება. როგორც „როიტერთან“ საუბრისას ერთ-ერთმა წყარომ განაცხადა, რეგიონში მიმდინარე ომის გათვალისწინებით, მოლაპარაკებები თავდაცვის საკითხს შეეხება. Source
Go to News Site