Collector
ქუთაისში მოტოციკლი ქვეითს დაეჯახა და ადგილიდან მიიმალა | Collector
ქუთაისში მოტოციკლი ქვეითს დაეჯახა და ადგილიდან მიიმალა
Timer

ქუთაისში მოტოციკლი ქვეითს დაეჯახა და ადგილიდან მიიმალა

ქუთაისში, თამარ მეფის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ინფორმაციას “ინფო იმერეთი” ავრცელებს. 72 წლის მამაკაცს მოტოციკლი დაეჯახა, რის შემდეგაც არსებული ინფორმაციით, მძღოლი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მედიკოსების განცხადებით, დაშავებულს აღენიშნება თავის ღია ჭრილობა და ინტრაკრანიალური ტრავმა. პაციენტი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა, ქუთაისში, “თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების დასავლეთის რეგიონალური ცენტრში” გადაიყვანა. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება. Source

Go to News Site