Timer
უკრაინაში სააღდგომო ზავის რეჟიმი ამოქმედდა. სააღდგომო ზავის ამოქმედების შესახებ აცხადებენ რუსეთშიც. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, თავდაცვის ძალებმა მიიღეს დავალება, იმოქმედონ სარკისებური პასუხის პრინციპით: სიჩუმე — სიჩუმის საპასუხოდ, შეტევა — შეტევის საპასუხოდ. სამხედროებს ასევე დაევალათ, დაუყოვნებლივ მოახდინონ რეაგირება ნებისმიერ პროვოკაციაზე. ცეცხლის შეწყვეტა შეთანხმების მიხედვით ხვალ, 12 აპრილის დღის ბოლომდე გასტანს. Source
Go to News Site