Timer
ქვისცვენის გამო კალა-უშგულის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. კერძოდ, ქვისცვენის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ178-კმ183 მონაკვეთზე (კალა-უშგული), დროებით იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. Source
Go to News Site