Timer
გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სოფელ ველისციხეში, საჯარო სკოლის ეზოში მიუსაფარმა ძაღლებმა 6 ადამიანი დაკბინეს – დაზარალებულებს შორის ხუთი ბავშვია, ერთი კი მოსწავლის მშობელი. მათ სავალდებულო ვაქცინაცია უტარდებათ,_ ინფორმაციას ამის შესახებ “მთავარი ამბები კახეთიდან” ავრცელებს. მათი ცნობით, შემთხვევის შემდეგ, ძაღლები კახეთის მიუსაფარ ცხოველთა მართვის სააგენტომ თავშესაფარში გადაიყვანა, სადაც ისინი სპეციალურ ვოლიერებში 12 დღის განმავლობაში დაკვირვების ქვეშ დარჩებიან. Source
Go to News Site