Timer
ცხოველთა დამცველებმა მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქცია გამართეს. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, მათი მოთხოვნაა, რა ადგილიდანაც გადაიყვანს სურსათის ეროვნული სააგენტო ცხოველებს, იმავე ადგილას დააბრუნოს. აქციის მონაწილეებმა მთავრობის ადმინისტრაციასთან გაშალეს საპროტესტო ბანერები, წარწერებით: „არა ცხოველების ხოცვას“, „ჰუმანურობა იწყება ცხოველების დაცვით“, „შორს სისხლიანი ხელები ჩემი მეგობრებისგან“. Source
Go to News Site