Timer
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი საუდის არაბეთში ჩავიდა, – ამის შესახებ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს. „საუდის არაბეთში ჩავედი, სადაც პრინც მოჰამედ ბინ სალმან ალ საუდს შევხვდები. დღეს ჩვენ წინსვლას ვახდენთ საუდის არაბეთთან უსაფრთხოების, ენერგეტიკისა და ინფრასტრუქტურის სფეროებში შეთანხმებების მიღწევაში. მნიშვნელოვანია, რომ გაძლიერება ორმხრივი იყოს. ვაფასებ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ არსებით თანამშრომლობას“, – წერს ზელენსკი. Source
Go to News Site