Collector
ქობულეთში ფრინველის არალეგალური სასაკლაო დახურეს | Collector
ქობულეთში ფრინველის არალეგალური სასაკლაო დახურეს
ბათუმელები

ქობულეთში ფრინველის არალეგალური სასაკლაო დახურეს

ქობულეთში ფრინველების არალეგალური სასაკლაო აღმოაჩინეს. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს დღეს, 30 აპრილს. „ინდივიდუალური მეწარმე ნ. ჟ. საცხოვრებელი სახლის ეზოში, კუსტარულად მოწყობილ სივრცეში ფრინველს კლავდა სავალდებულო აღიარებისა და ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე. ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და შეუჩერდა საწარმოო პროცესი კრიტიკული შეუსაბამობების აღმოფხვრამდე, საქმიანობის აღიარებამდე და რეგისტრაციამდე,“ – აღნიშნულია სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. The post ქობულეთში ფრინველის არალეგალური სასაკლაო დახურეს appeared first on Batumelebi .

Go to News Site