Timer
ავარია მოხდა მარნეული – სადახლოს გზაზე. Marneulinews.ge- ს ცნობით, ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა. ავარის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. დაშავებულები სასწრაფო დახმარების მანქანით საავადმყოფოში გადაიყვანეს. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. Source
Go to News Site