Netgazeti
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სომხეთში ევროპული პოლიტიკური საზოგადოების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა. როგორც სომხური მედია წერს, მას ზვარტნოცის აეროპორტში პარლამენტის თავმჯდომარე ალენ სიმონიანი დახვდა. სამიტში მონაწილეობის მისაღებად სომხეთში სხვადასხვა ქვეყნის ლიდერი ჩავიდა. ერევანში იმყოფებიან ასევე ირაკლი კობახიძე და მაკა ბოჭორიშვილი. The post ზელენსკი ერევანში იმყოფება appeared first on Netgazeti .
Go to News Site