Timer
შვედეთმა ბალტიის ზღვაში რუსეთის ჩრდილოვან ფლოტთან დაკავშირებული სანქცირებული ნავთობტანკერი Jin Hui დააკავა. ცნობილია, რომ გემი სირიის დროშით ცურავდა და ის ტრელებორგის მახლობლად დააკავეს. გემის დაკავების მიზეზი საზღვაო წესების დარღვევის გარდა, მისი ტექნიკური არავარგისიანობაც გახდა. შვედეთის ხელისუფლება ვარაუდობს, რომ ყალბი დროშის გამოყენებით გემი თავს სანქციებს არიდებდა. ნავთობტანკერი ევროკავშირის, დიდი ბრიტანეთისა და უკრაინის მიერაა დასანქცირებული. Source
Go to News Site