Timer
სამტრედიაში, რაზმაძის ქუჩაზე საცხოვრებელი სახლი დაიწვა. ცეცხლი ორსართულიან სახლს გაუჩნდა. თვითმხილველების ინფორმაციით, ცეცხლი ხის სახლს მალე მოედო და თითქმის სრულად დაიწვა. შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია. ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო ჯგუფები. ცეცხლი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია. Source
Go to News Site