Timer
უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსებმა დნეპროპეტროვსკის ოლქს დაარტყეს. იერიშის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და ორი დაიჭრა. დნეპროპეტროვსკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ალექსანდრ განჟას ცნობით, რუსულმა ძალებმა დარტყმები არტილერიისა და დრონების გამოყენებით განახორციელეს. ალექსანდრ განჟას განცხადებით, რუსებმა ნიკოპოლის რაიონულ ცენტრს დაარტყეს, რის შედეგადაც, სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, მაღაზია და კერძო სახლები დაზიანდა. Source
Go to News Site