Timer
ვაშინგტონში გამართული ორდღიანი შეხვედრის შემდეგ, ისრაელი და ლიბანი 16 აპრილს მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების 45 დღით გაგრძელებაზე შეთანხმდნენ. სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, ამ ეტაპზე მიღწეულია შეთანხმება მოლაპარაკებების ჩარჩოზე, რაც საფუძველს ჩაუყრის ხანგრძლივ მშვიდობასა და საზღვრებზე უსაფრთხოების განმტკიცებას. პროცესი მაისის ბოლოს პენტაგონში, სამხედრო დელეგაციების დონეზე გაგრძელდება, ხოლო ივნისის დასაწყისში მხარეები კვლავ მაღალ პოლიტიკურ დონეზე შეხვდებიან ერთმანეთს. Source
Go to News Site