Timer
კაცი, რომელიც დღეს ხულოში, ხრამში გარდაცვლილი იპოვეს, 15 მაისს სუფრაზე იყო, სადაც სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. დაპირისპირებაში პოლიციის თანამშრომელიც მონაწილეობდა. ინფორმაციას “ბათუმელები” ავრცელებს. მათი ცნობით, ახალგაზრდა კაცი სამაშველო სამსახურში მუშაობდა. იგი დაახლოებით 35 წლის იყო. ახალგაზრდა კაცი ხრამში დღეს გამთენიისას იპოვეს. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სიცოცხლის მოსპობას გაუფრთხილებლობით. Source
Go to News Site