Collector
სუს-ის თანამშრომელი მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს | Collector
სუს-ის თანამშრომელი მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს
Netgazeti

სუს-ის თანამშრომელი მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლის გარდაცვალების ფაქტზე, შიდა ქართლისა და მცხეთა მთიანეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო. როგორც პროკურატურის განცხადებაშია ნათქვამი, ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომელი დღეს, ქ. ხაშურში ტაბიძის ქუჩაზე საკუთარ ავტომანქანაში, თავისივე ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობით გარდაცვლილი იპოვეს. “მიმდინარეობს შესაბამისი გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები”, – აცხადებენ პროკურატურაში The post სუს-ის თანამშრომელი მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს appeared first on Netgazeti .

Go to News Site